მთავარისიახლეებისაზოგადოება"ცინიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც იას საქმის მთავარ ფიგურანტ გახარიას აწინაურებენ" - ბაჩანა შენგელია

“ცინიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც იას საქმის მთავარ ფიგურანტ გახარიას აწინაურებენ” – ბაჩანა შენგელია

Published on

მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბაჩანა შენგელია წერს, რომ მძიმე და ცინიკურია ის გადაწყვეტილება, რომ კერზაიას საქმის მთავარი ფიგურანტი დააწინაურეს.

“რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და ამავდროულად ცინიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც იას საქმის მთავარ ფიგურანტ – გიორგი გახარიას აწინაურებენ და ქვეყნის პრემიერად წარადგენენ. საქმის გამოძიების შეწყვეტა ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ პარლამენტში მისი წარდგენისას არ დასმულიყო ზედმეტი კითხვები.

ამავდროულად ეს არის ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება, რადგან გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედი და ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია ქვეყნის პირველი პირი ხდება.

გასაგებია, ბატონი ივანიშვილი მიდის ვა-ბანკზე და ნებისმიერ ფასად ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას ჩვენი ჯანმრთელობის, თავისუფლების და თუმდაც სიცოცხლის ფასად.

ან მოვიშორებთ ამ ხალხთმოძულე კრიმინალებს, ან ვიქნებით იმ ღრმა წუმპეში, რომელშიც უკვე ყოველდღიურად უიმედოდ ვიძირებით და ფიზიკურად ვიარსებებთ მანამ, სანამ იავნიშვილის ხელისუფლებას ჩვენი სიცოცხლე რამეში დასჭირდება!”- წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...