მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მხრიდან გამშვები პუნქტები ჩაიკეტება

არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მხრიდან გამშვები პუნქტები ჩაიკეტება

Published on

ვრცელდება ინფოერმაცია, რომ  წინასაარჩევნოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მხრიდან  გამშვები პუნქტები  ჩაიკეტება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, არაოფიციალური ინფორმაციით ასეთივე გადაწყვეტილება მიღებულია სოხუმშიც.   
,,ეს არის ჩვეული პრაქტიკა მარიონეტული რეჟიმის მხრიდან –   აცხადებს  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი – ”სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა.  2008 წლის შემდგომ ყველა არჩევნების და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს ხდება  ამ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და  ჩვენი მოსახლეობისთვის ისედაც შეზღუდული გადაადგილების თავისუფლების, კიდევ უფრო   შეზღუდვა  ცალსახად ამას ერთი შეფასება აქვს, რომ ეს არის არა ლეგიტიმური, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გახლავთ ის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც საქართველოს  ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება. ჩვენ ამას ცალსახა შეფასებას ვაძლევთ საჯაროდ, ასევე ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციაში, მინდა გითხრათ, რომ წინა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში საკითხი იქნა დასმული იმგვარად, რომ ჩვენ მოვითხოვეთ  არ ყოფილიყო შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება“ – განაცხადა  ციხელაშვილმა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...