მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება.(VIDEO)

ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება.(VIDEO)

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ჩიქოვანი მოსალოდნელ სააფრთხეებზე საუბრობს და მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის დადებითი და პოზიტიური ფონი, ვიდრე ეს იყო 2012 წელს საარჩევნო პერიოდში, მაინც არსებობს ცალკეული გამოვლინებები და ცალკეული ინიციატივები რასაც ადგილობრივ დონეზე  ავლენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს აბსოლუტურად არ ჯდება იმ საერთო ინტერესში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, შსს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გომელაურს. ვიცი რომ ზემოდან არ მოდის არანაირი ინსტრუქცია, ეს ხდება ადგილობრივ დონეზე, რომელშიც მონაწილეობს სამხარეო პოლიციის უფროსი, სუსის უფროსი  და ასევე სამხარეო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჩვენთვის მიუღებელია. ზედმეტად აქტიურობენ, ნურავინ ნუ ისპეკულირებს  იმით, რომ ზუგდიდში არის ფეთქებადსაშიში ვითარება, ასეთი ვითარება ზუგიდში არ არის, მე ვთხოვ ყველა შესაბამის უწყებას დაინტერსდნენ ამ საკითხით.“- განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა...

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა,...

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....