მთავარიUncategorizedგიორგი გახარია - ვისთვის შავი პოლკოვნიკი, ვისთვის თეთრი გიორგი

გიორგი გახარია – ვისთვის შავი პოლკოვნიკი, ვისთვის თეთრი გიორგი

Published on

გიორგი გახარიას ქართულ ოცნებაში წარმოაჩენენ ადამიანად, რომელმაც სახელმწიფო გადააარჩინა გადატრიალებას, ადამიანად, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის სიმბოლოა, ქვეყანა გადაარჩინა ომს, ბევრი რეფორმა გაატარა შსს-ში და ა.შ.

ხალხი კი პრემიერის პოსტზე ამ კანდიდატურის მიუღებლობა იმდენად მაღალია, რომ უსათუოდ აწევს საპროტესტო ტალღის შკალას – დიდი ალბათობით, თუკი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი გახარია დაინიშნება, ხალხი მთლიანად მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

გახარიას პერსონისადმი ამ ორ დაპირისპირებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელიც ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდის მიერ გახარიას „რეაბილიტაციის“ მცდელობა არ გაჭრის.

„დიდი ალბათობით, მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია   დამტკიცდება და მოსახლეობის მხრიდან ახალი მოთხოვნები გაჩნდება. თუ ადრე ხალხი მისი, როგორც შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, სექტემბერში, როდესაც განახლდება საპროტესტო აქციები, ახალი მოთხოვნა უკვე მთავრობის გადადგომა იქნება. – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. – ივანიშვილის გათვლაა შემდეგი, რომ მე ვისაც მინდა, იმას დავამტკიცებ.” 

ივანიშვილს რომ სწორედ ეს გათვლა აქვს , წარმოჩინდა გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე.

,, ნიუ პოსტი” თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბახტაძემ საკუთარ მიღწევებზე საუბარს 40 წუთი დაუთმო. ამის შემდეგ მას სიტყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლმა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი კანდიდატი პრემიერობაზე გიორგი გახარიაა. უფრო კონკრეტულად, ივანიშილმა თქვა ფრაზა: „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს.“ ივანიშვილის ამ ნათქვამს, როგორც გვეუბნებიან, შეხვედრის მონაწილეთაგან აღფრთოვანება არ მოჰყოლია და ცოტა უხერხული სიტუაციაც შექმნილა. ივანიშვილს გაუღიმია და უთქვამს, გიორგის ჯერ არ მიულოცოთ, საჭირო არ არისო. როგორც ცნობილია, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, შეხვედრა სოლოლაკში, „შუშის სასახელში“ გაგრძელდა, სადაც ასევე, დაჟინებით მოუთხოვია ივანიშვილს, რომ გახარიასთვის ჯერ არაფერი მიელოცათ, სამი დღე მოვიცადოთ და ვნახოთ, რა იქნებაო. ამ ფრაზიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ განწყობებს ტესტავს. საზოგადოებრივი განწყობა კი გახარიას მიმართ მკვეთრად უარყოფითია. შესაბამისად, ივანიშვილი პრემიერობის სარეზერვო კანდიდატად, დიდი ალბათობით, მაია ცქიტიშილს მოიაზრებს.რაც შეეხება გახარიას, იგივე უმრავლესობაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ანუ „ოცნების“ დეპუტატებს არ უნდათ, რომ გახარიას გამო სირცხვილის დერეფანში მოუწიოთ გავლა და ამ განწყობის შესახებ, როგორც ჩანს, ივანიშვილმაც იცის.

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...