მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,განსხვავებული აზრი იდევნება? '' - ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან თავის გარიცხვაზე პირველ...

,,განსხვავებული აზრი იდევნება? ” – ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან თავის გარიცხვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

Published on

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. თავად გეგიძე სხდომაზე არ ყოფილა და, როგორც აცხადებს, გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მიიღო

გეგიძე მის უმრავლესობიდან გარიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირებს.

„ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს,“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას, რომ ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას ბევრ საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, გეგიძე უკომენტაროდ ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს ვოლსკის განცხადება.

„განსხვავებული აზრი იდევნება? თუ როგორ გავიგო? თავს შევიკავებ კომენტარისგან. საზოგადოებამ განსაჯოს, რას ნიშნავს მისი განცხადება,“ – აღნიშნა მან ინტერპრესნიუსთან საუბარში

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...