მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს ივანიშვილის „გედის სიმღერაა.“ ოლიგარქმა ყველა ზღვარი გადალახა. '' - ბაჩუკი...

,,ეს ივანიშვილის „გედის სიმღერაა.“ ოლიგარქმა ყველა ზღვარი გადალახა. ” – ბაჩუკი ქარდავა

Published on

გახარია-ღარიბაშვილის კომბინაცია ივანიშვილის „გედის სიმღერას“ ჰგავს. ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ასეთი სამთავრობო ცვლილება ოლიგარქმა ქვეყნისთვის „გედის სიმღერად“ არ აქციოს – ასე აფასებს დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, ივანიშვილმა ყველა ზღვარი გადალახა და ხელისუფლების მოსალოდნელ ჩამოშლას ასეთი „თავხედობა არჩია“.

„არ მგონია ივანიშვილი სულ მთლად ისეთი შეშილი იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს ამ გადაწყვეტილების სიმძიმეს. გასაგებია, რომ მას ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ინტერესები არასოდეს აღელვებდა, მაგრამ აშკარაა, ივანიშვილს პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით ხალხში, ქვეყნის გარეთ და ხელისუფლებაში. ყველა ხელისუფლების დასასრულის პირველი სიპტომი სწორედ შიდა არეულობაა და ეს ქართული ოცნების შიგნით აშკრად ჩანს. ივანიშვილმა ხელისუფლების ჩამოშლას თავხედობა არჩია. მე ჯერ არ მინახავს, ხელისუფალს, რომელმაც რუსთაველზე სისხლი დაღვარა, ძალაუფლება დიდხანს შეენარჩუნებინოს.

იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა ყველალა ზღვარი გადალახა და ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული პრივატიზება მოახდინა, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ხალხის საკუთრებაში დარჩენილი ერთადერთი ინსტიტუტი – ქუჩის პროტესტი. სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, რადგან თუ ეს დანიშვნები რეალობად იქცა, ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები რამეს შეცვლის“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ ტვ პირველთან.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...