ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში მშვიდობიანი მსვლელობით ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებიან. მანამდე ვარდების მოედანზე მათ ამომრჩევლებს მიმართეს. სერგო რატიანმა მხარდაჭერისთვის შეკრებილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა. "მოგესალმებით თქვენ, ვისაც გაქვთ ქვეყნის შენების, წარმატების გამოცდილება. თქვენ, ვისაც გაქვთ რეფორმების და განვითარების გამოცდილება. ათასობით ადამიანი იყო წარმატებით თანამონაწილე და ამ სულისკვეთებას ვერაფერი დაამარცხებს."შეუძლებელია ამდენი ადამიანის შეჩერება. თქვენ აშენებდით წარმატებულ სახლემწიფოს. ამის შემდეგ 4 წელი გდევნიდნენ, მაგრამ თქვენ არ დაიხიეთ უკან, არ უღალატეთ თქვენს ქვეყანას. თქვენში გამარჯვების მუხტია. მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ შეიძლებოდა, ყოფილიყო უკეთესი მთავრობა. ამ ადამიანებს სჯეროდათ წინსვლის, მაგრამ ოცნებამ ეს ადამიანები მოატყუა. ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და ეს ვითარება უნდა გამოვასწაროთ," – განაცხადა სერგო რატიანმა.
სიახლეები
საზოგადოება
flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ
ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...
საზოგადოება
შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,...
საზოგადოება
ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს
"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...
სიახლეები
EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO
გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...