მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არც ერთი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს იმის გამო, რომ წამლის ფული არ...

„არც ერთი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს იმის გამო, რომ წამლის ფული არ აქვს”- მიხეილ სააკაშვილმა ვარდების მოედანზე შეკრებილებს მიმართა(video)

Published on

ვარდების მოედანზე  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიმართა. „მოგესალმებით ვარდების მოედნის და ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრების  მონაწილეებს. ჩემი გული თქვენთან ერთად ჟღერს და თქვენთან  ერთად ითვლის არა კვირებს, არა თვეებს, არამედ დღეებს და წამებს, ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ყოფილი პრეზიდენტი ვარდები მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა, რომლებიც რეგიონებიდანა არიან ჩამოსული. მათ პირობა მისცა, რომ იმ დასახული გეგმების განხორციელებას შეპირდა, რომელიც პარტია აქვს.„ის, რაც ჩვენ დავიწყეთ 2003 წელს, იყო საქართვლოს ისტორიის შეუქცევადი შეცვლა, მთელი რეგიონის შეცვლა და ჩვენ სამართლიანად ჩვენი მიღწევებით ვამაყობთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მან სამეგრელოს მოსახლეობასაც მიმართა და ლაზიკას მშენებლობის პირობა მისცა.მიხელ სააკაშვილი საქართველოს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც მიმართა.„ჩვენ ყველანი ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლას და ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იქნება თქვენი დამცველი და თქვენი მოკავშირე ამ დიდ ბრძოლაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებზეც ისაუბრა.„არც ერთი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს იმის გამო, რომ წამლის ფული არ აქვს და ამიტომ ვერ მიყავს თავის მკურნალობა ბოლომდე.„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაიღალა უმოქმედობით, დაპაუზებით, ქვეყნის შეჩერებით. ჩვენ ვხედავთ,  რომ ხალხს მოენატრა ტემპი, დრაივი. მოენატრა აღმშენებლობა, წინსვლა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია.  ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა, საქართველო იყო ერთი ფეოდალის სათამაშო.„მე მზად ვარ, დავუშვა ერთი გამონაკლისი და ჩვენ უნდა გავუშვათ ერთი ადამიანი კონკურსგარეშე და სახელმწიფო დაფინანსებით სასწავლებლად – ეს ადამიანი არის ივანიშვილი. მან უნდა ისწავლოს აუცილებლად განსხვავება კამბოჯასა და ნიკარაგაუას შორის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, "მზად ვართ, თავი დავანებოთ, ოღონდ მანაც თავი უნდა დაგვანებოს და ვერასდროს არც ერთ ოლიგარქს აღარ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოაჯდეს საქართველოს, როგორც პირად მამულს“.- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...

რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს

უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა...