მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს, შესაბამისად,...

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს, შესაბამისად, მათ აქვთ დრო და საშუალება ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისთვის

Published on

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს. შესაბამისად მათ აქვთ დრო  და საშუალება ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისთვის.

როგორც მამუკა ხაზარაძემ 27 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა იგი აფუძნებს მოძრაობას, რომელშიც ახალგაზრდა პროფესიონალების უზარმაზარი არმია იქნება წარმოდგენილი ით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მასში არ იქნებიან “ცნობილი სახეები პოლიტიკიდან” .

პოლიტიკის ექსპერტების განცხადებით “ახალი პარტია ემიჯნება როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას”. ამ შემთხვევაში, მინუსია ის, რომ მათ ნაკლები გამოცდილება ექნება პოლიტიკურ საქმიანობაში. “ნაცმოძრაობას” თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით 20-25%. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათი პოტენციური ამომრჩეველი 25-30%-ის ფარგლებში მერყეობს. არსებობს შეუვსებელი პოლიტიკური ველი, პოტენციური ამომრჩევლის დაახლოებით 40%, რომელსაც ვერ ან არ გადაუწყვეტია ვის მისცენ ხმა. ისინი უკმაყოფილოები არიან “ქართული ოცნების” საქმიანობით, ამავე დროს ამბობენ, რომ არასდროს მხარს არ დაუჭერენ “ნაცმოძრაობას”. საერთო ჯამში, პარტიას შესაძლებლობა აქვს. შანსი არსებობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას მომავალ პარლმანეტში”, – დასძენს ნიკა ჩიტიძე.

საზოგადოებაში და ექსპერთთა წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი შეუერთდება თუ არა ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მათი აზრით, დიდია იმის შესაძლებლობა ხაზარაძე-კვირიკაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ. შესაძლებელია ეს პოლიტიკური პარტია მოხვდს პარლამენტში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მმართველ ძალად გადაიქცეს.

“ხაზარაძესა და კვირიკაშვილს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა მემგონი საზოგადოებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და თუკი უფრო ღრმად ჩავყვებით, არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ანაკლიის პორტის მშენელობაზე ტენდერი კვირიკაშვილის ხელშეწყობის გარეშეც იმ კონსორციუმს არ მოუგია, რომელსაც “თიბისის” ჯგუფი ხელმძღვანელობს. რამდენადაც ვიცი, ამ ორ პიროვნებას შორის ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კვირიკაშვილი „ახალი მემარჯვენეების” წევრი იყო. ასე რომ, ალბათობა არსებობს… პოლიტიკურ პერსპექტივაზე რთულია იმსჯელო მხოლოდ ამის საფუძველზე. უნდა ვიხილოთ მთლიანობაში რა გუნდით წარსდგება ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გუნდში გაერთიანებულ ადამიანებს რა პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი ექნება, გასათვალისწინებელია ფინანსური შესაძლებლობებიც”, – ამბობს ,,რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო – EU

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის...

ზურაბიშვილი გაფიცულ მოქალაქეებს შეუერთდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა. "ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს იფიცება, იმიტომ...

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შშმ პირს მუქარის მესიჯს უგზავნის

ბაჩუკის,(ასე იცნობს მას ყველა) რომელიც შშმ პირია და ზუგდიდში აქციებზე დგას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...