მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხაშურის სიახლოვეს, და ხელისუფლების უმწეო განცხადება: ,,სანქციები...

რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხაშურის სიახლოვეს, და ხელისუფლების უმწეო განცხადება: ,,სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს”

Published on

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას. 

პარლამენტის ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდება პროვოკაცები, რასაც საქართველო არ უნდა წამოეგოს, ვინაიდან ამ წამოგების ფასი საქართველომ უკვე იცის. 

ხულორდავამ ეს რუსული სამხედრო ტექნიკის ხაშურის სოფელ ჩორჩანაში გადაადგილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა. 

მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე ჩანს, რომ სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს. 

“ასეთი ტიპის პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით და რუსული ჩარევით ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. პროვოკაციებზე წამოგების ფასი საქართველომ იცის, რა არის. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ეს საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში. მოჰყავთ არგუმენტად ის, რომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსეთის აგრესიას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ის, რომ მშვიდობიანად, ჩვენი პოზიციების ძალიან პრინციპული დაცვით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი”. 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...