მთავარისიახლეებიმსოფლიოამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ შეთავაზებაზე ბრაზილიის მთავრობა უარს ამბობს

ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ შეთავაზებაზე ბრაზილიის მთავრობა უარს ამბობს

Published on

ბრაზილიის მთავრობა აპირებს უარი თქვას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე.

„მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

აღნიშნულს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებები, რა დროსაც მან ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი საჭირო ზომების მიუღებლობაში დაადანაშაულა.

ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით კი, მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან არიდებაც ვერ შეძლო, ამიტომაც იგი ბრაზილიას გაკვეთილს ვერ ჩაუტარებს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...