მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

Published on

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ “ოდიშინიუსს” მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ვადები არ გადაწეულა და სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოს იყო დაანონსებული. “ეს ცვლილებაც გამოიწვია იმან, რომ, იქ ადმინისტრაციული შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია მოხდა, ასევე ღობე თავიდან გაკეთდა, რაც პირველ პროექტში არ იყო, მხოლოდ ამან გამოიწვია ეს ცვლილება”- გვითხრეს უწყებაში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო.ადგილზე სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი კი მსოფლიო ბანკის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება. სამუშაოების საერთო ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...