მთავარისიახლეებისაზოგადოება„ რძლისთვის პოლიციაში არ უნდა მეჩივლა. მომხდარს ვნანობ ''- ამბობს...

„ რძლისთვის პოლიციაში არ უნდა მეჩივლა. მომხდარს ვნანობ ”- ამბობს ზუგდიდელი ეთერ შენგელია

Published on

ბოლო დღეების ინტერნეტ ჰიტად იქცა ვიდეო, სადაც ზუგდიდელი ეთერ შენგელია სახლიდან ფულის დაკარგვის ამბავს ემოციურად აღწერს და ქურდობაში 29 წლის რძალს, ნინო ჭითანავას ადანაშაულებს.

ქმრის ოჯახის საჩივრის საფუძველზე ჭითანავა პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ეთერ შენგელია „პრაიმტაიმის”0 ჟურნალისტთან ირაკლი ვაჩიბერიძესთან  საუბრისას ამბობს, რომ მომხდარს ნანობს და რძლისთვის პოლიციაში არ უნდა ეჩივლა. 

„ოთახში როცა შევედი, შევხედე, ფული არ იყო. სახლში არავინ შემოსულა საეჭვო. ავტეხე კივილი. გავვარდი ჩემი შვილიშვილის მეუღლისკენ, ფული სადაა-მეთქი და მე რა ვიცი, სად არისო. აბა, ვინ იცის, ფულმა ფეხი აიდგა-მეთქი? იმ დროს გაცეცხლებული ვიყავი. ძალიან ვნანობ, ასეთი ამბები არ უნდა ამეტეხა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ეთერ შენგელია. 

ავტორი:

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...