მთავარიUncategorizedანაკლიის ფესტივალის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით სამი...

ანაკლიის ფესტივალის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით სამი ახალგაზრდა შეიყვანეს

Published on

გუშინ ღამით ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით სამი ახალგაზრდა შეიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, სამი ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს და სათანადო დახმარების შემდეგ სამივე უკვე გაეწერა. სამივე სხვადასხვა დროს შემოიყვანეს”

პროექტ “მანდალას” ერთ-ერთი ორგანიზატორის თემო ხატიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცის ნიშნები 20-მდე ახალგაზრდას აღენიშნებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ სამს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ” მანდალა” უკვე მეორე წელია ფესტივალის ტერიტორიაზე მუშაობს. ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 22 აგვისტოს გაიხსნა.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...