მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის ფესტივალზე შეკრებილი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უცილობლად იქნება დაცული - აცხადებენ...

ანაკლიის ფესტივალზე შეკრებილი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უცილობლად იქნება დაცული – აცხადებენ ორგანიზატორები

Published on

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებული პირები გამოჩნდნენ ( შსს ცნობით, ნარკოდანაშაულისათვის აქ უკვე დაკავებულია 2 პირი), გააჩინა მღელვარების განცდა, რომელიცწინა წლებში მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტებს ეყრდობა.

ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან ერთად ყველა ზომებს იღებენ იმისათვის, რომ მსგავსი რამ წელს არ განმეორდეს და ფესტივალზე შეკრებილი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უცილობლად იყოს დაცული. და თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, გარანტირებულად შეიძლება ითქვას რომ პირველადი სამედიცინო დახმარება არ დააგვიანებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის დასრულებამდე სამედიცინო დახმარების პუნქტები გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე გახსნა.

მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...