მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრე ცისკარიშვილი: "2017 წლის ბიუჯეტი მოწმობს, რომ ,, ქართული ოცნება”...

პეტრე ცისკარიშვილი: “2017 წლის ბიუჯეტი მოწმობს, რომ ,, ქართული ოცნება” ვერც პენსიებს გაზრდის, ვერც პედაგოგთა ხელფასებს და სოციალური სტატუსის შეჩერებასაც განაგრძობს”-

Published on

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი ”ქართულ ოცნებას” ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს.  მისი თქმით,სავარაუდოდ, ”ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ ფულის დაზოგვას ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებით აპირებს.
”ქართული ოცნება” ასევე პენსიას ვერ გაზრდის, რადგან 95 მილიონი ლარით ზრდა, სექტემბერში 20 ლარით გაზრდილი პენსიის დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. დღევანდელი პენსიის რაოდენობის შენარჩუნებისთვის კი აუცილებელია, მაგალითად, სოციალურ დახმარებას ბიუჯეტი დააკლონ. სავარაუდოა, რომ ”ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ ფულის დაზოგვას ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებით აპირებს. ”ოცნების” ერთ-ერთი გრანდიოზული ტყუილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ბიუჯეტში მილიარდი ლარი იყო, მომავალ წელსაც მილიარდია გათვალისწინებული, თუმცა მილიარდიდან, როგორც წესი, 200 მილიონ ლარს დაახლოებით 20%-ს ვერცერთ წელს ვერ ითვისებენ”- განაცხადა ცისკარიშვილმა. 

მისი თქმით, სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს და ”ქართული ოცნების” დაპირება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდა იქნება, დაახლოებით დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეა, რასაც საქართველო 35 – 40 წლის შემდეგ დაეწევა.
"2017 წლის ბიუჯეტი იმ დაპირებებს აცდენილია, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ საზოგადოებას გამოუცხადა. სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს, ”ქართული ოცნება” კი სწრაფ განვითარებაზე მინიმუმ 7 – 8 %-იან ზრდაზე საუბრობს. ეფექტიანი ხელისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია 10 – 12%-იან ზრდაც, თუმცა ”ქართული ოცნება” შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდას გვპირდება, რაც ასეთი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. 4 პროცენტიანი ზრდა დაახლოებით დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეა, რასაც ჩვენ 35 – 40 წლის შემდეგ დავეწევით. ეს ”ქართული ოცნების” სწრაფი განვითარებაა. ”ქართული ოცნება” პედაგოგებს პირდება გაზრდილ ანაზღაურებას, ბიუჯეტში კი პრემიებია გათვალისწინებული, ”ოცნების” ხელისუფლება წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ფულს, ათეულობით მილიონ ლარს ჩინოვნიკების ანაზღაურებასა და პრემიებზე ითვალისწინებს. პედაგოგის ანაზღაურება 800 ლარი რომ გახდეს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში მინიმუმ დამატებით 225 მილიონი ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 25 მილიონი ლარია, სადაც არაა აღნიშნული ხელფასის ზრდა”,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...