მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "დღეს რომ მემუქრებიან, ისინი სანდრას დაასწრებენ საზღვართან მოსვლას და...

მიხეილ სააკაშვილი: “დღეს რომ მემუქრებიან, ისინი სანდრას დაასწრებენ საზღვართან მოსვლას და ტაშისკვრით დამხვდებიან “(video)

Published on

წუხელ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, ფეისბუქ-მომხმარებლების კითხვებს უპასუხა. შეკითხვები ეხებოდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, სამომავლო გეგმებს, პოლიტიკური ოპონენტებისადმი დამოკიდებულებას, წარსულში მიღწეულ წარმატებებსა და შეცდომებს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარდს მისი საუბრიდან  კითხვა – პასუხის ფორმატში: 
ერთ-ერთ შეკითხვაზე, მისცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ხალხს დემოკრატიულად არჩევნების ჩატარების უფლებას, სააკაშვილმა უპასუხა: – „ვინ არის ბიძინა? მისცემს, აუცილებლად მისცემს. დააკვირდით ივანიშვილის სახეს, დააკვირდით, რა პანიკაშია, ყველანი ჩურჩულებენ ერთმანეთში, "ნაცები" იმარჯვებენო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ, ჩვენ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად, ჩვენ გვექნება საშუალება მთავრობა დავაკომპლექტოთ და წავიყვანოთ ქვეყანა წინ და აღარასდროს მოვიხედოთ უკან, არ ვიფიქროთ სხვა თემებზე, გავაკეთოთ ის, რაც ამდენი წელი იყო შეჩერებული, ჩვენ აუცილებლად ამას გავაკეთებთ.
რამდენიმე დღე რჩება ჩემი და თქვენი ხელახლა შეხვედრამდე, უკვე ნამდვილ ლაივში. რამდენიმე დღე რჩება საქართველოს ისტორიის ახალი ეტაპის დაწყებამდე", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.."დღეს რომ მემუქრებიან, ისინი სანდრას მოასწრებენ საზღვართან და ტაშისკვრით დამხვდებიან. ტაშისკვრით დამხვდებიან და კორიდორსაც გამიკეთებენ, სხვათა შორის. აი ნახავთ ასე თუ არ მოხდა"" .- ასე უპასუხა მან შეკითხვას,  როგორ აპირებს  საქართველოში დაბრუნებას და  რას ეტყოდა მათ, ვინც აცხადებს, რომ  საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, საზღვარზე დააკავებენ. 
„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, ვერანაირ პროვოკაციას ვერ მოგვიწყობენ, პატარა მცდელობები იქნება, მაგრამ არ უნდა ავყვეთ ამას.
გახსოვთ, ყველა იძახდა, აი, ახლა დადებს ისეთ რაღაცას… მე ვიძახდი, ვერაფერსაც ვერ დადებს, ქართველმა ხალხმა მისი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოიცვალა, ამაში ვარ დარწმუნებული და მე აღმოვჩნდი მართალი. ყველა იძახდა, აი ეს ვიდეოები აქვს… კარგით, რა… ვიდეოები ვერ შეცლის რეალობას და რეალობა არის ის, რომ 4 წელია ქვეყანა გაჩერებულია და რეალობა არის ის, რომ ქართველ ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება.
2012-ში ჩვენ ვცხოვრობდით უკეთესად, ვიდრე 2004-ში, მაგრამ ხალხს უნდა კიდევ უკეთესი, 2016-ში ვცხოვრობთ უარესად, ვიდრე 2012-ში, ამიტომ ხალხს უნდა ცვლილება და ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა."ტაქსის მძღოლები და ჩვენ, ჩათვალეთ, რომ ერთი პარტია ვართ. მოგესალმებით, ტაქსის მძღოლები, თუ რომელიმე მიყურებთ! აქ ვარ, თქვენ მხარეზე ვარ და თქვენც რომ ხართ ჩემ მხარეზე, ეგ მაგრად მიხარია ეგ ამბავი, ყოჩაღ!
იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ ერთი ლარი არ მქონია ჯიბეში, ერთი ლარი რომ წამეღო ჯიბით, რა კარგად ვიქნებოდი, ხომ არ იცით, მაგრამ არ ვიქნებოდი, ბიძინას ერთი ლარი კი არა, 7 მილიარდი აქვს ჯიბეში, მაგრამ მაინც არაა კარგად საბრალო", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ფეისბუქლაივის დროს მიხეილ სააკაშვილს ერთერთმა ფეისბუკმომხმარებელმა შეკითხვა დაუსვა , ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ თუ არა მმართველ გუნდში ძმები ახალაიები, რომლებიც მისი აზრით ენმ-ს დამარცხების მიზეზები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით მას მიაჩნია, რომ ძველი მთავრობის წევრები ახალ მთავრობაში არ უნდა დაბრუნდნენ მათ შორის არც ძმები ახალაიები:
„მარტო ამის გამო არ დავმარცხებულვართ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ახალ მთავრობაში არცერთი ძველი მთავრობის წევრი თავის კაბინეტში არ უნდა დაბრუნდეს, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რაც შეეხება ძალოვან ბლოკს, მე ვთვლი რომ ძალიან კარგი მინისტრი იქნებოდა ხატია დეკანოსიძე, ეკა ზღულაძე.. ქალები რაც მეტი გვეყოლება ძალოვან ბლოკში ყველა თანამდებობაზე იქნება ძალიან კარგი.“- განაცხადა სააკაშვილმა

ერთერთი შეკითხვა ეხებოდა    12 მილიარდიან  ვალს, რომელიც ქვეყანას აქვს  და  მის "გულავში" დაიხარჯა. საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ასეთი ადამიანები თუთიყუშებივით იმეორებენ მსგავს ფრაზებს 
" ვინ გითხრათ ეს, ასე თუთიყუშივით არ უნდა იმეორებდეთ. იცით, რომ ჩემს დროს შევარდნაძის დროინდელი ვალები   ზუსტად ორჯერ შემცირდა , . ბიუჯეტი მრავალჯერ გაიზარდა და რომელ "გულავში" წავიდა თქვენი ვალები, ბათუმი იყო "გულავი", სიღნაღი იყო "გულავი", ანაკლიის პორტი და ლაზიკა იყო "გულავი", როგორც თქვენ ამბობთ,  კახეთის განვითარება, რომელიც ახლა შეაჩერეს, ეგ იყო "გულავი" ? ეგ ცუდია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ წერტილს დაპაუზებას და წინსვლას გავაგრძელებთ",- განაცხადა სააკაშვილმა.  
 მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას  და განაცხადა, რომ  ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დანერგილი ამერიკული მასწავლებლების პროგრამა ბოღმის გამო "მოკლა".

" მიმაჩნია, რომ ხელოვნურად ევროპული კურსის შემოყვანა არასწორია. ივანიშვილმა, ბოღმის გამო, ამერიკული მასწავლებლების პროგრამა მოკლა. მაწავლებლების პროგრამა ნამდვილად ყველაზე წარმატებული იყო. მსგავსი პროგრამა არსებობს  მსოფლიოს ქვეყნებს შორის. საიდან მოვიტანე საერთოდ ამ პროგრამის აზრი? . სანდრას ძმა ეგბერტი მთელი ცხოვრება დადის სადღაც მასწავლებლად, მშობლები გააგიჟა იმიტომ, რომ ხელფასს არ უხდიან, ხან ნიკარაგუადან ჩამოჰყავთ ტროპიკული დაავადებით, ხან კამბოჯიდან, სულ  რაღაც პრობლემები ექმნება და ვიფიქრე, რომ თუ არსებობს ერთი იდეალისტი ,,გიჟი'',  ესე იგი სხვებიც იქნებიან.
ასე, რომ ჩემი ახლობლის მაგალითზე გამოყენებით გავაკეთე ეს პროგრამა და ბოლოს წელიწადში  2500 მასწავლებელი ჩამოგვყავდა . საქართველოში 3500-ზე მეტი სკოლაა. 2500 ამერიკელი მასწავლებელი, ეს ქვეყნისთვის დიდი გარღვევაა და ეს პროგრამა ივანიშვილმა მოკლა. პროგრამა უნდა აღდგეს.
რაც შეეხება  პედაგოგების მდგომარეობას საქართველოში, მიხეილ საააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველ როგში მასწავლებლების მინიმალური ხელფასი  უნდა გაიზარდოს და ჩინოვნიკის მინიმალურ ხელფასს  გაუტოლდეს . ,,უნდა გაგრძელდეს  გადამზადების პროგრამები, რომელიც გვქონდა და სრული სტიმული უნდა გავაჩინოთ, მათ შორის მატერიალური, რომ მასწავლებლებმა თავად იმუშავონ თავიანთ დონეზე. ასევე უფროს კლასებშიუნდა დავაბრუნოთ  მოსწავლეები, რომლებიც  აღარ დადიან",-განაცხდა სააკაშვილმა.  
როდესაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ საჭიროა ქართული ენა აწავლოს  ივანიშვილს, . მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა: ,ამ ასაკში უკვე აღარ სწავლობენ არაფერს. ,, ერთადერთი, რაც უნდა ისწავლოს ისაა, რომ თავი დაგვანებოს.  დიდი ასოებითუნდა დავუწეროთ:  ,, თავს ვანებებ ქართველ ერს და მისი შეფასებებისა და ჭკუის სწავლების მცდელობებს'' , რომ ყოველ დღე, დღეში სამჯერ წაიკითხოს და  თავი დაგვანებოს და თავის საქმეს მიხედოს".
თუმცა იქვე დასძინა: „ხალხის განათლება ყველა შემთხვევაში კარგია, იქნება ეს სახელმწიფო აპარატი, ბიზნეს სექტორი, ნაციონალური მოძრაობის წევრები, თუ ქართული ოცნების წევრები და უფრო მეტსაც გეტყვით, 8 ოქტომბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად გავუშვებთ ე სასწავლებლად რომელიმე დამწყებ უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფოს ხარჯზე“ და 8 ოქტომბრის შემდეგ,  სადმე, სადაც ასწავლიან განსხვავებას კამბოჯასა და ნიკარაგუას შორის, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტებზეა, ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან.
წასვლის წინ აუცილებლად გავატანთ პატარა წიგნაკს, სადაც ჩავუწერთ, რა განსხვავებაა ჯავახიშვილსა და კაკაბაძეს შორის, რა განსხვავება ყვარყვარე თუთაბერსა და სხვა ლიტერატურულ გმირებს შორის.,, 
 ამ კაცს აუცილებლად სჭირდება განთლება, ეტყობა თავის დროზე არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, უფრო მეტიც, ამ კაცს საერთოდ არ უყვარს განათლებული ადამიანები, საშინლად ეშინია მათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 ივანიშვილის კომპლესებზე მიხეილ სააკაშვილმა ილაპარა ,,ჰეროკრატიასთან ''დაკავშირებულ კითხვაზე პასუხშიც. 
 შეკითხვაზე „რას ფიქრობთ „ჰეროკრატიაზე“ იგი  პასუხობს: „ხაინდრავა ისეთი რეჟისორია, როგორც მე ვარ კოსმონავტი, როგორც ივანიშვილი არის ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი და სახელმწიფო მმართველი…. 40 მილიონი ლარი მიახარჯეს ამას, როცა ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში, ელემენტარულად წამლის ფული არ აქვს  ხალხს. რამდენ წამალს იყიდდა 40 მილიონით“,
,,რაღაც კადრები ვნახე ხაინდრავასთან და საინტერესო რა არის, ივანიშვილზე დაბალი ვარ გამოყვანილი  – რამხელა კომპლექსი აქვს ამ ადამიანს, რომ იმას მიაქციეს ყურადღება,  რომ ჩემი განმასახიერებელი მსახიობი ივანიშვილზე დაბალი ყოფილიყო . მე არ მაქვს კომპლექსი… ზაზა ფაჩულიას და ვიღაც კალათბურთელებს რომ ვხვდები ხოლმე, არ მწყინს, რომ ჩემზე მაღლები არიან, მაგრამ რა ვქნა…“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა,  ისე მეგონა, მთელი საქართველო ხაინდრავას შედევრს უყურებდა და თურმე ვიღაცები ჩემს ლაივსაც ელოდებიან. ესე იგი ნამდვილი სააკაშვილი შეიძლება უფრო საინტერესო იყოს…
მიხეილ სააკაშვილი სრულ სისულელეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ მკვლელობის ვერსიას, და აცხადებს, რომ გოგლა ჟვანიამ საკუთარი ძმის სახელით "კარიერა გაიკეთა".  
"სრული სისულელე. ხომ ამტკიცეს ამდენი წელი, რომ მკვლელობა იყო. ხომ კარიერა გაიკეთა მისმა ძმამ თავისი ძმის სახელით, ხომ დაიჭირეს ამდენი წელი, უაზროდ დაამწნილეს ხალხი ციხეში და ხომ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი და სისულელეა. ამის შემდეგ ამ კითხვას როგორ უნდა მისვამდეთ?! ნუთუ სიცრუეს და სიბინძურეს საზღვარი აღარ აქვს.
FBI-ის დასკვნა იყო, ყველაფერი იყო. რაც შეგვეძლო დავიცავით წესიერება ამ საკითხში. ბოლოს ამ უნიჭოებმა ყველაფერი დაამთავრეს  დიდი სკანდალით სასამართლო დარბაზში იმიტომ, რომ იქ  ბევრი რაღაც გამჟღავდა, რაც მაინდამააინც სასურველი არ იყო პირადად ჩემთვის და სხვებისთვის. ამის შემდეგ კიდევ ამ კითხვების დასმა უბრალოდ ცოტა არიყოს უხერხულია",-განაცხადა სააკაშვილმა.
 

სიახლეები

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...