მთავარიUncategorizedდონალდ ტრამპი: ,,გადმოდიხარ საზღვარზე, აჩენ ბავშვს ჩვენს მიწაზე, გილოცავთ, ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა...ნამდვილად...

დონალდ ტრამპი: ,,გადმოდიხარ საზღვარზე, აჩენ ბავშვს ჩვენს მიწაზე, გილოცავთ, ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა…ნამდვილად სასაცილოა”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავს ცვლილებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან ან არალეგალი მიგრანტები არიან, მოქალაქეობას ავტომატურად აღარ მიანიჭებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობა… გადმოდიხარ საზღვარზე, აჩენ ბავშვს ჩვენს მიწაზე, გილოცავთ, ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა…ნამდვილად სასაცილოა,“ – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია აშშ-ის უზენაეს კანონთან, ვინაიდან კონსტიტუციის 14-ე ცვლილება, რომელიც ცივი ომის შემდეგ შავკანიანი ამერიკელებისთვის მოქალაქეობის სრული უფლებების მინიჭების მიზნით მიიღეს, გულისხმობს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ყველა იმ პირისთვის, რომელიც „დაბადებულია ან ნატურალიზებულია აშშ-ში.“

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...