მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 რუსთავი 2 დან წავიდა

რუსთავი 2 რუსთავი 2 დან წავიდა

Published on

რუსთავი 2 რუსთავი 2 დან წავიდა – ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ხალვაშის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები.

მართლაც, ივანიშვილის მილიარდები უძლური აღმოჩნდა ქართული დემოკრატიული ჟურნალისტიკის ფლაგმანების მოსყიდვისათვის. არხს დემონსტრატიულად ტოვებენ ისინი, ვინც რუსთავი 2 – ის სახეს და რეიტინგს განსაზღვრავდა.

საინფორმაციო სამსახურის, კომედი შოუს, ფორმულა კრეატივის შემდეგ შაბათის შუადღის ოთხივე წამყვანმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული.


“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება.”- აცხადებენ გადაცემის წამყვანები.

ასევე რუსთავი2 დატოვეს გადაცემა კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ლევან ბუთხზუმა, ლევან ღამბაშიძემ და სალომე დადუნაშვილმა, მეოთხე წამყვანი ეკა კვესიტაძე კი სამსახურიდან გენერალურმა დირექტორმა გაათავისუფლა.

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...