მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა.

ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა.

Published on

საქართველოში რიგით მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მსგარადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე დაესწრნენ. ტექნოპარკი პრეზიდენტის ზუგდიდის ყოფილ რეზიდენციაში განთავსდა.
„მიხარია, რომ თბილისს შემდეგ მეორე ქალაქი სადაც ინოვაციების პარკი გაიხსნა ზუგდიდია, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ იმ სერვისებზე წვდომა რაც თბილისის ტექნოპარკშია, მეტიც აქ უფრო ახალი ტექნოლოგიები გვაქვს. რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, მათ აქვთ შესაძლებლობა ნიჭის და იდეების რეალიზაციის. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები აღარ წავლენ და მათ შესაზლებლობებს რეგიონის განვითარებას მოახმარენ“ – განაცხადა ლევან შონია.
ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილია როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ტექნოპარკის გახსნას ახალგაზრდები და ბავშვები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დაესწრნენ.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...