მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი, მაკრონი და ყვითელი ჟილეტები

პუტინი, მაკრონი და ყვითელი ჟილეტები

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას არ სურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები, რამაც საფრანგეთი მოიცვა. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.

,,ყვითელი ჟილეტების” აქცია პარიზში

კრემლის ლიდერის თქმით, მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მისაღებია.

„ჩვენ ყველამ ვიცით ის მოვლენები, რომელიც ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებს უკავშირდება, რა დროსაც ჩვენი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 2 500 კი დაშავდა. ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იყოს მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული“, – განაცხადა პუტინმა

კრემლის ლიდერის თქმით, მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მისაღებია

.მანამდე კი, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება.

კრემლის ლიდერის თქმით, მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მისაღებია

ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...