მთავარისიახლეებიპოლიტიკალოპოტაში დავანებული მდუმარე პრეზიდენტი: ,,განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული"

ლოპოტაში დავანებული მდუმარე პრეზიდენტი: ,,განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული”

Published on

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა,  გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს.

პრეზიდენტი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე ამბობს – “იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული”/

იგი კეთებს კომენტარს არც კითხვაზე, აპირებს თუ არა გუგუტიანთკარში ჩასვლას – “ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ… გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს… ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი “კურიერთან” საუბრისას. 

გუგტიანთკარში სალომეზურაბიშვილის არ ჩასვლას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობი ს“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

„ამას ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მავნებლური უგუნურობა, ეს არის რეალურად საკუთარი ქვეყნისთვის მიზანმიმართული ზიანის მოტანა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაზიანება, როდესაც პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება რეაგირება მოახდინოს და იყოს პირველი პირი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააგებინებს მართლაც იმ ადამიანური ტრაგედიების შესახებ და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანების შესახებ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამ დრომდე არათუ საერთაშორისო პრესას და საერთაშორისო თანამეგობრობას, საკუთარ მოქალაქეებსაც არ ესაუბრება“, – ამბობს დეკანოიძე.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტის და ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმოქმედობა რუსების ინტერესებს ემთხვევა.

,, ამ დრომდე ეს ადამიანები ამაოდ ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ჩავიდნენ და გაესაუბრონ მათ, ეს ზუსტად, ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკისთვის წყლის დასხმას” განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. რუსმა ოკუპანტეიმა ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს.

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...