მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს, საღამოს 9 საათზე, კურიერში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდება

დღეს, საღამოს 9 საათზე, კურიერში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდება

Published on

დღეს, საღამოს 9 საათზე, კურიერში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარმოგიდგენთ. კვლევა კომპანია რუსთავი2–ის დაკვეთით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კომპანია GFK-ის მიერ ხორციელდება.წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოხდა 2016 წლის 12-25 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის გზით. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს, ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი.გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ყველა რესპონდენტთაგან, რომელთაც შესთავაზეს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, 79% დათანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებას და შეავსო კითხვარი.იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა 21%-ია.შედეგები ემყარება ამომრჩეველთა პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია, ასახოს გამოკითხვაში მონაწილე თითოეული ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხზე. გამოყენებულ იქნა კვლევის მონაცემების კორექტირება დემინგის განმეორებითი პროპორციული ალგორითმის გამოყენებით იმისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები – ასაკი, სქესი, განათლების დონე, დასახლების ტიპი და რეგიონი ისე, რომ საბოლოო შედეგი ასახავდეს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის გადანაწილებას ამ მონაცემებით ბოლო აღწერის შესაბამისად.
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...