მთავარიUncategorizedაფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

Published on

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

სიახლეები

არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში- არასამთავრობოები

23 არასამთავრობო ორგანიზაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს რომელშიც ნათქვამია, რომ...

აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე...

“სააპელაციო საჩივარს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს” – საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების...

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი – ახალი საპროტესტო შეკრების დრო

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი - ახალი საპროტესტო შეკრების დრო და თარიღი ცნობილია. მოქალაქეებს ორშაბათს...