მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულმა ოცნებამ''ფული ისესხა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სესხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს

,,ქართულმა ოცნებამ”ფული ისესხა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სესხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ,,,ქართულმა ოცნებამ'' წინასაარჩევნოდ ,,ქართუ ბანკისგან'' ერთი მილიონი ლარი  ისესხა.
  ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. 
,,ივანიშვილის დაფუძნებული ბანკის მიერ  ივანიშვილის დაფუძნებული პარტიისთვის მილიონიანი კრედიტის მიცემა საარჩევნო შემოწირულობების 60 ათას ლარიანი ლიმიტისთვის თავის არიდებას ჰგავს. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქართუ ბანკს სესხის ღირებულებას მაღალი ალბათობით არა ,,ქართული ოცნება'', არამედ ბიუჯეტი გადაუხდის. – ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი – ეს არის შეწირულობის გაკეთება პარტიისთვის ისეთი მეთოდით, რომ კანონი ტექნიკურად არ დაირღვეს, რომ პირმა 60 000 ლარზე მეტი არ უნდა შეწიროს. ამასთან ერთად კიდევ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ბიუჯეტი რადგან უნაზღაურებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, დავაფინანსეთ ,, ქართული ოცნება'' და მისი საარჩევნო კამპანია. ასევე, მილიარდერი ამ ფულს იბრუნებს ბიუჯეტიდან, როგორც ეს რამდენჯერმე გააკეთა თუნდაც სოფლად ფულის დახარჯვის შემდეგ 2013 წელს". 
 

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...