მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში

ნაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში

Published on

ნაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში. აქცია ნაციონალისტური შეძახილებით გუშინ საღამოს გმირთა მოედანზე დაიწყო და აღმაშენებლის გამზირზე დაპირისპირებით დასრულდა.თვითმხილველების განცხადებით ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა საპროტესტო მსვლელობის დროს დააზიანეს სარეკლამო ბანერები და შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს. ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში.მომხდარის გამო სამართალდამცავებმა ხულიგნობის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ამავე მუხლით დაიწყო.შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს და აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.აქციის მონაწილეების დაკავებას მათი მხარდამჭერები აპროტესტებდნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...