მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაგრელმა მეთევზეებმა 30 კილოგრამიანი კუ დაიჭირეს

გაგრელმა მეთევზეებმა 30 კილოგრამიანი კუ დაიჭირეს

Published on

მეთევზეებმა გაგრის სანაპიროსთან, თხელწყალში გიგანტური მწვანე კუ  იპოვეს.  მათი თქმით, იგი გახლართული იყო  ბადეში, რომელიც , როგორც ჩანს, თავის დასახსნელად ბრძოლაში  დაფლითა, მაგრამ მაინც ვერ გაითავისუფლა თავი.  
,,იმხელა იყო, რომ ძლივს ამოვათრიეთ ნაპირზე’’ – განაცხადა  მეთევზე ალექსანდრე  სოროკინმა  ჟურნალისტებთან  საუბარში 
მართლაც კუ 30 კილოგრამიანი  აღმოჩნდა,  ბაკანი სიგრძეში – 71 სმ,  სიგანეში – 62 სმ. ეს მონაცემები გაავრცელეს აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, რომლებიც   ამ  შეტყობინების მიღებისთანავე   ჩავიდნენ ადგილზე, რეპტილია აწონეს,  აზომეს, დაასურათეს და უკან, ზღვაში  ჩაუშვეს.  
მათი ვარაუდით, ,,სტუმარი’’  აქამდე  ხმელთაშუა ზღვიდან ბოსფორის სრუტის გავლით მოცურდა,  რადგან  ზღვის მწვანე კუ, საზოგადოდ , ვერ ცოცხლობს წყალში, რომლის  ტემპერატურა 12 გრადუსზე  ნაკლებია, სავ ზღვაში კი  ზღვის წყლის ტემპერატურა ზამთარში 8-9 გრადუსამდე ეცემა.  ,,ჩვენს ზღვაში ვერ გაძლებდა, სხვაგან კი ვერსად დავაბინავებდით,  ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება უკანვე გაგვეშვა იგი, იმედია გაყვება  აღმოსავლეთ – დასავლეთის  დინებას, რომელიც ჯერ ყირიმისკენ, ხოლო იქიდან ბოსფორიკენ წაიღებს მას  და,  იმედია, დაზამთრებამდე  მიაღწევს თურქეთს – ამბობენ ისინი’’. 
ზღვის მწვანე კუ აფხაზეთში ბოლოს ექვსი წლის წინათ ნახეს,  მაგრამ   მკვდარი. მაშინ  რეპტილია წყლის მოქცევამ გამორიყა  ოჩამჩირის სანაპიროზე. 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...