მთავარისიახლეებისამართალი3 პირის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა...

3 პირის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

Published on

3 პირის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლო პროცესი დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მოსამართლის მიერ  სასამრთლო პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას სამართილიანს და დამსახურებულს უწოდებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს სოფელ ურთაში გაუჩინარდა სამი პირი მათ ახლობლები და ოჯახის წევრები 2 დღე უშედეგოდ ეძებდნენ , მოგგვიანებით კი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოსოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი,  ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, დავით ბეჭვაიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფირჩხაძეს, მერაბ აბესაძეს თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ეჭვმიტანილ დავთ ბეჭვაიას დაკავება სამართლადამცველებმა მომხდარიდან ორ დღეში მოახერხეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით იყო აღძრული რაც 109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...