მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიციის თქმით, "რუსთავი2"-ის შემდეგ საფრთხეში TV "პირველია"

ოპოზიციის თქმით, “რუსთავი2”-ის შემდეგ საფრთხეში TV “პირველია”

Published on

ოპოზიცია TV “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს გააზრებული აქვს,რომ ის ხელისუფლებას კარგავს. დეპუტატის შეფასებით, სწორედ ამიტომ მიმართავს მმართველი გუნდის ლიდერი რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ხოშტარიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიების გაჩუმების მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაქცია. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი TV პირველის გაჩუმებაა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა. “შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების სრულ შეზღუდვას მმართველი გუნდი ვერ შეძლებს. უსუფაშვილის შეფასებით, „რუსთავი2“-ის ან TV პირველის დახურვის შემთხვევაში შეიქმნება ახალი თავისუფალი ტელეკომპანიები, თუმცა სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ დროს კარგავს.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...