მთავარისიახლეებისაზოგადოებაTV პირველის მფლობელი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს

TV პირველის მფლობელი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს

Published on

ვატო წერეთელი ჩვენებას სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ მისცემს. TV “პირველის” მფლობელი დაკითხვაზე პროკურატურამ დაიბარა, თუმცა წერეთელმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

დიდი ალბათობით ვატო წერეთელთან გამომძიებლებს კითხვები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. თიბისის დამფუძნებლებთან ერთად ათი წლის წინანდელ ფინანსურ ოპერაციაში, რომლის გამოძიებაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, TV “პირველის”  100- პროცენტიანი წილის მფლობელიც ფიგურირებს.

ოპოზიცია ვატო წერეთლის დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ​ზეწოლად და წინასაარჩევნოდ მედია სივრცის მოსუფთავების გაგრძელებად მიიჩნევს.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...