მთავარისიახლეებიპოლიტიკაინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...

ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი – აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ისინი ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. „მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დაინშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე არიან დაბარებულები“, – განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
 
 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...