მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში გზის იმ ნაწილს ყიდულობს, სადაც აქციები იმართება

ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში გზის იმ ნაწილს ყიდულობს, სადაც აქციები იმართება

Published on

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისასვლელი გზა იუსტიციის სამინისტრომ არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა და სარეალიზაციოდ მოამზადა – ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თეა წულუკიანის უწყებამ 27 წუთში დაარეგისტრირა სავალი გზა მიწის ნაკვეთად, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაისაკუთრებს.

„შიდა ოკუპანტი ივანიშვილი უკვე საქართველოში ფლობს  40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს და დამატებით ახლა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მიიტაცოს გზის ის მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც შეკვეთილში აქციის მონაწილეები ხვდებიან მის რეზიდენციასთან. ანუ გზა რომელიც აქამდე არსებობდა, პირველ აგვისტოს სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთარ ქონებაში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ხაზს ვუსვამ, გზა სადად კონკრეტული ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა 27 წუთში დაარეგისტრირა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გაამზადა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაყიდად,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილის მიწის დარეგისტრირების შემდეგ საშუალება ექნება აქციის მონაწილეებს , რომლებიც მის საკუთრებაში მისვლა აუკრძალოს.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...