მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა" - ოპოზიცია

“მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა” – ოპოზიცია

Published on

ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი მუხლების ჩადებას გეგმავს, რაც პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს – აცხადებენ ოპოზიციაში. 

ხელისუფლების ოპონენტები იმგვარ ცვლილებებზე მიუთითებენ, რომელიც განსხვავებული აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. საუბარია სარეკლამო ვიდეო რგოლებში ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვაზე. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას დიქტატის ქვეშ განსაზღვრავს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა პაკეტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მსჯელობას საჭიროებს. მისი შეფასებით, მთავარია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ხელისუფლების დარწმუნება, რათა საარჩევნო გარემო შედარებით გაუმჯობესდეს.

დაფინანსება, სარეკლამო დრო, ცესკოს დაკომპლექტების წესი – ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში დეპუტატი ეკა ბესელია პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმგვარად დაკომპლექტდეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იყვნენ დომინანტები.

მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარტიების დაფინანსების წესშიც. თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსებას მიღებული პროცენტული მაჩვენებლით იღებდა. ახალი წესით, ახლა დაფინანსება იმ ხმების რაოდენობით განისაზღვრება, რომელსაც პარტია არჩევნებში მიიღებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...