მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ ტეხასსა და ოჰაიოში დაღუპულებს გლოვობს

აშშ ტეხასსა და ოჰაიოში დაღუპულებს გლოვობს

Published on

შეერთებულ შტატებში გუშინ მომხდარი თავდასხმების გამოძიება გრძელდება. პოლიციის ინფორმაციით მამაკაცი, რომელმაც ოჰაიოში 9 ადამიანი მოკლა, 24 წლის კონორ ბეტსია. დაღუპულებს შორის არის მისი დაც.

სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც გაასაჯაროვეს, სადაც ჩანს, რომ პოლიციამ თავდამსხმელი იმ დროს მოკლა, როდესაც ის იმ შენობაში შედიოდა, სადაც გაქცეულმა ადამიანებმა  თავი შეაფარეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

რაც შეეხება ტეხასში მომხდარ თავდასხმას , მას ფედერალური საგამოძიებო ბიურო შიდა ტერორიზმის მუხლით იძიებს. პატრიკ კრუს-იუსს, რომლიც პოლიციამ ადგილზე დააკავა, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

დონალდ ტრამპის ბრძანებით, დღეს ყველა სამთავრობო შენობაზე გლოვის ნიშნად დროშებს დაუშვებენ. ტეხასსა და ოჰაიოში მომხდარ თავდასხმებს სულ 29 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...