მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვში სპეცნაზი მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება

მოსკოვში სპეცნაზი მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება

Published on

უკვე რამდენიმე საათია, ომონი სასტიკად უსწორდება ყველას, ვინც იმ ტერიტორიის სიახლოვეს გამოჩნდება, სადაც აქცია იყო დაანონსებული. დაკავებულთა რაოდენობა უკვე 700-ს აღწევს.

ხალხი, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას იცავს, ითხოვს სამართლიან არჩევნებსა და შეკრების თავისუფლებას, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა.

ტელეკომპანია „დოჟძის“ ჟურნალისტი პოლიციამ გადაღების დროს დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. კორესპონდენტი ყვება, რომ დაპატიმრებული ახალგაზრდა პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩაიყვანეს და მისი ცემა აბსოლუტურად უმიზეზოდ დაიწყეს.

სამართალდამცველების სისასტიკესა და ძალის გადამეტებაზე წერს ყველა დაკავებული, რომელიც ძალოვანებმა დღეს მოსკოვის ქუჩებში დააპატიმრეს. პოლიცია აკავებდა ყველას, ვინც იმ ტერიტორიას უახლოვდებოდა, სადაც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა ე.წ. სახალხო სეირნობა იყო დაანონსებული. სპეცრაზმელებმა არც „ედინაია რასიას“ პარტიის წევრი დაინდეს. 

დაკავებების სერია კი პოლიციამ ჯერ კიდევ დაანონსებული აქციის დაწყებამდე დაიწყო. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც 27 ივლისის მოვლენების შემდეგ პატიმრობას გადაურჩა, პოლიციამ საარჩევნო შტაბთან მიაკითხა. ლუბოვ სობოლი აქციაზე მიდიოდა. ის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ყველა მოედანზე, სადაც მომიტინგეებმა შეკრება სცადეს, სპეცრაზმის მობილიზება გამოცხადდა. ხელისუფლებამ ოპოზიციაც და მოსახლეობაც წინასწარ გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაპატიმრებით დაემუქრა. ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტის ჩასახშობად კონცერტი დაგეგმა და მოსახლეობას აქციის ნაცვლად საყვარელი მუსიკოსების მოსასმენად გორკის პარკში მისვლა ურჩია. მიუხედავად ამისა, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო მსვლელობა მაინც გამართეს. 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...