მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრის ფაქტს შსს ადასტურებს

ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრის ფაქტს შსს ადასტურებს

Published on

4 დღის წინ, ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე “გლობუსას” ყური მოაჭრეს. დანაშაულისთვის პოლიციამ გიორგი ნინოშვილი დააკავა, რომელიც გლდანის ციხეში სასჯელს იხდის, თავად ბიზნესმენს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას სახლში გადის.


მედიის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ის კომპანია “ნილის” ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა. “კურიერის” ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და “გლობუსას” ყური მოაჭრეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა და გატაცებები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება და ბიზნესმენსაც ყური ბიუჯეტის ფულისთვის ომის გამო მოაჭრეს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ქვეყანაში უკვე განგსტერული მეთოდებით ებრძვიან.

“ამ კონკრეტული ბიზნესმენის კომპანია ბაღებს ამარაგებდა კვებით. ვიცით რომ ეს ადამიანი გაიტაცეს და მოაჭრეს ყური. ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა კალაძემ მაფიოზურ-ქურდული გარჩევები და ადამიანის გატაცება. ნაცვლად იმისა რომ კანონიერი გზებით რეგულირდებოდეს ამ ქვეყანაში რამე, ვხედავთ, რომ კალაძე, რომ 8 სულ ქურდთან მეგობრობდა, კალაძეს, რომ ქურდები უყვარს, აი ასე არჩევს ბიზნესმენებთან საქმეს”- თქვა ხაბაიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. “გაგებაში არ ვარ საერთოდ“ – უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ არის რაიმე კანონდარღვევები მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, დააკავონ დამნაშავეები და პასუხი მოთხოვონ,“ -განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

“ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ზაჰესის ხიდთან მომხდარ კრიმინალურ გარჩევას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი ნინოშვილი არსებული ფინანსური უთანხმოების გამო თავს დაესხა ირაკლი გიორგობიანს და სხეულზე დაზიანება მიაყენა. რის შემდეგაც თანხმლებ პირთან – სანდრო ყულაშვილთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

სიახლეები

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...