მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკრებულოს წევრის ინიციატივაა მოზაიკური ფრესკა სხვა ადგილზე განთავსდეს

საკრებულოს წევრის ინიციატივაა მოზაიკური ფრესკა სხვა ადგილზე განთავსდეს

Published on

ზუგდიდის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საფარველის მოზაიკური ხატის განთავსებას ეწინაარმდეგება. მისი თქმით, ეს არ არის უმრავლესიობის აზრი და მისი ინიციატივაა, რომ ფრესკა განთავსდეს საკულტო ძეგლების სიახლოვეს და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად მაცხოვრის კარის ეკლესიის ტერიტორიას ასახელებს:“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, შეკრებები, არ არის მიზანშეწონილი რელიგიური ობიექტის განთავსება. პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მითუმეტეს მართლმადიდებლობას, რომელმაც უდიდესი როლი აქვს  საქართველოს ისტორიაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მოზაიკა აქ არ უნდა იდგას. მიმაჩნია და ერთი ალტერნატივა შეიძლება იყტოს მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუტების დადგმა ასეთ თვალსაჩინო ადგილას“- განაცხადა საკრებულოს სხდომაზე სანდრო სორდიამ. საკრებუყლოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია თვლის, რომ ამ საკითხზე საჯარო შეხვედრები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ადგილის განსაზღვრა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....