მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება"- სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

“ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება”- სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

Published on

ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, დენდრო-პარკი იმისთვის მინდა, რომ ხალხმა ნახოსო. ხალხს, რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ხალხს მეხსიერება საერთოდ არ აქვს.

„მთელ საქართველოში ხეები რომ გადათხარა და ე.წ. დენდრო-პარკში გადარგო, გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება.

იმ ხალხს მინდა ვუთხრა, რომელიც ამბობს ივანიშვილი და სააკაშვილი ერთიაო. ჩემი მთელი კონცეფცია იყო იმაზე, რომ ქართველებისთვის სიძლიერის, დამოუკიდებლობის და ფეხზე მყარად დგომის განცდა მიგვეცა. ივანიშვილის მთელი კონცეფციაა დამცირება, შევიწროვება, დაჩაგვრა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...