მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და...

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” განცხადებას ავცრელებს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არ გამოიყენოს მისი ადმინისტრირებული ფეისბუქ გვერდი წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო უწყებათაშორის კომისიას კი ვთხოვთ, გასცეს რეკომენდაცია ყველა საჯარო დაწესებულებისათვის, მათი საინფორმაციო რესურსების მომავალში საარჩევნო მიზნებით გამოყენების პრევენციის მიზნით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ამსახველი მასალები, სურათები და ვიდეორგოლია გამოქვეყნებული, ამასთან, სურათების ქვემოთ მოცემულია სააგიტაციო ტექსტები, მაგალითად: „ჩვენ სიმბოლურად დღეს მოვედით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან და გამგებლობის კანდიდატთან ერთად. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ არამხოლოდ ადგილობრივების, არამედ აქ ჩასახლებული დევნილების დასახმარებლად. ედიშერ თოლორაია არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა და აკეთებდა კიდევაც იმას, რომ საკუთარ რაიონში წამოეღო რაც შეიძლება მეტი პროექტი, რომელიც ხალხს შეუმსუბუქებდა ყოფას. გარწმუნებთ, რომ უფრო მეტს გააკეთებს ის, როგორც მაჟორიტარი. იგივე შემიძლია ვთქვა, ამ ახალგაზრდა ადამიანზე, ლაშა გოგიაზე. ასე, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ხვალინდელი დღე. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ უკეთესი მომავალი და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება“ (20 სექტემბერს, 12:26 საათზე გამოქვეყნებული მასალის ტექსტი) და „დღევანდელი ხელისუფლება არის ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული. ,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება პარლამენტშიც და იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ (20 სექტემბერს, 23:54 საათზე გამოქვეყნებული მასალის ტექსტი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება. წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და სამსახურეობრივი ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. აგრეთვე საჯარო სამსახურის სამართლის პრინციპებში მოცემულია, რომ საჯარო მოსამსახურე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-13 მუხლის თანახმად, უპარტიობა საჯარო სამსახურის ერთ-ერთი პრინციპია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულების მიერ დაფინანსებულ რესურსს, სოზარ სუბარი, მართალია, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუმცა მას აგიტაციის დროს არ აქვს უფლება გამოიყენოს სამინისტროს ამ ტიპის რესურსი. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება. რაც წინასარჩევნო კამპანიის წესის დარღვევაა და ითვალისწინებს სანქციის გამოყენებას. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება გაგზავნილია საარჩევნო ადმინისტრაციაში, რათა მოხდეს სამართალდარღვევაზე რეაგირება. ამასთან, მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და გასცეს რეკომენდაცია საჯარო დაწესებულებებზე მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან აღსაკვეთად. 

სიახლეები

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...