მთავარისიახლეებიპოლიტიკალევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა

ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა

Published on

პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ,სენას დეპარტამენტში მდებარეობს პატარა ლამაზი ფრანგული სოფელი ლევილ-სიურ-ორჟი ანუ ლევილი.იგი სხვა ახლომდებარე სოფლებისაგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ის მეტად ძვირფასია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული .ეს არცაა გასაკვირი . თავის დროს, ლევილის მამულში მყოფთათვის ყოველი დღე და ღამე საქართველოზე ფიქრში ილეოდა. მამულის ცენტრალურ ადგილასდგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე)იყო ამ შენობაში ცხოვრობდნენ ჩვენი მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია,ნოე რამიშვილი,ქაქუცა ჩოლოყაშვილი, და სხვები.1922-1944 წლებში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე ინახებოდა საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის ერთი ნაწილი,ასევე ბორჯომისა და ლიკანის სასახლეებიდან  გატანილი ძვირფასი სურათები ,რომლებიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შატოს გარშემო მთელ პერიმეტრზე აშენებულია პატარ-პატარა სახლები ,რომლებიც ერთმანეთის მიჯრითაა განლაგებული.ყველა სახლის ერთი ფანჯარა და პატარა აივანი შატოს გასცქეროდა ისე,რომ ყველა ერთმანეთს ხედავდა. ეზოს დანარჩენი ადგილი ვაზითა და ხეხილით იყო განაშენიანებული. საქართველოში არ არსებობს ხეხილი იქ რომ არ მოიძებნოს.  საბედნიეროდ,ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა. დოკუმენტს ხელს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მოაწერს, ფრანგული მხარიდან კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები.ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის არსებობს ათ წლიანი გეგმა, რომელზეც 5 მილიონზე მეტი ევროა გათვალისწინებულია.
.
.
 
 
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...