მთავარისიახლეებიმსოფლიონახევარი საუკუნის წინათ ჩაძირული წყალქვეშა ნავი ,,მინერვე'' ნაპოვნია

ნახევარი საუკუნის წინათ ჩაძირული წყალქვეშა ნავი ,,მინერვე” ნაპოვნია

Published on

ფრანგული წყალქვეშა ნავი „მინერვე“, რომელიც 1968 წელს გაუჩინარდა, ქალაქ ტულონთან 45 კილომეტრის დაშორებით წყლის ზედაპირიდან 2,370 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა მინერვეს აღმოჩენა დიდი წარმატებაა, ტექნიკური ტრიუმფი და იმ ტკივილის შემსუბუქება დაღუპული მეზღვაურების ოჯახებისთვის, რომელნიც ასე დიდხანს ელოდნენ ამ დღეს – წერს მინისტრი.

წყალქვეშა ნავი „მინერვე“, სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე მდენარე ტულონის პორტის მახლობლად 1968 წლის 7 იანვარს გაუჩინარდა. სუბმარინზე 52 მეზღვაური იმყოფებოდა. ეიგი სულ რაღაც 4 წუთში ჩაიძირა. სპეციალისტები მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ნავი ფსკერზე დაახლოებით 2000 მეტრის სიღრმეში დაჯდა.

მას შემდეგ პერიოდულად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, ერთერთ ექსპედიციაში მონაწილეობდა ჟაკ-ივ- კუსტოც, მაგრამ ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო.

წელს ივლისის დასაწყისიდან კიდევ ერთი ექსპედიცია იქნა წამოწყებული და ამჯერად წარმატებით დასრულდა.

1968 წელი საბედისწერო აღმოჩნდა კიდევ რამდენიმე წყალქვეშა ნავისთვის – მინევ რ ას ჩაძირვამდე ორი დღით ადრე ხმელთაშუა ზღვის არმოსავლეთ ნაწილში გაუჩინარდა ისრაელის სუბმარინა, გარდა ამისა იმავე წელს ჩაიძირა კიდევ ორი წყალქვეშა ნავი – საბჭოთა К-129 და ამერიკული Scorpion.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...