მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნების მიერ ინიცირებული მემორანდუმის ტექსტი ცნობილი გახდა

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული მემორანდუმის ტექსტი ცნობილი გახდა

Published on

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საარჩევნო მემორანდუმის ტექსტი ცნობილი გახდა. შინაარსი საარჩევნო პერიოდის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას გულისხმობს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მემორანდუმის მოქმედების ვადა ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე. მისივე თქმით ტექსტი გაეგზავნება საარჩევნო სუბიექტებს.მანამ სანამ მმართველი გუნდი ტექსტს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს გადაუგზავნის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ტექსტი თავად ამობეჭდა და მას ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა ხელი. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის მთელი გულით და სულით აწერს დოკუმენტს ხელს.  დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავენ ირმა ინაშვილი- გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც და თავისუფალი დემოკრატებიც, განცხადება ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თავად გააკეთა.  მმართველი გუნდის შეთავაზებას არ იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში, ლეიბორისტულ პარტიაში და გაერთიანება პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...