მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია იზიარებს ეკა ბესელიას ვარაუდს, რომ მისი საქმე ამ ხელისუფლების პირობებში გამოუძიებელი...

ოპოზიცია იზიარებს ეკა ბესელიას ვარაუდს, რომ მისი საქმე ამ ხელისუფლების პირობებში გამოუძიებელი დარჩება

Published on

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ავტორის ვინაობა ცნობილი საზოგადოებისთვის არასოდეს გახდება.

ოპოზიცია გაჭიანურებული გამოძიების სავარაუდო მოტივებზე საუბრობს და მორალური ტერორის ავტორების ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირებს არ გამორიცხავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ყველა იმ გახმაურებული საქმის უკან, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, ხელისუფლება დგას. სწორედ ამით ხსნის გოცირიძე, რომ ამ დრომდე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიება არ სრულდება. რაც შეეხება ფარულ კადრებს მისი თქმით, ხელისუფლება ამ კადრებს შანტაჟისთვის იყენებს.

„ვიდეოჩანაწერების მუდმივი გავრცელება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, შანტაჟს,მათ შორის საკუთარი გუნდის წევრების შანტაჟს, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება გამოძიებული მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება და დამნაშავეებიც იქნება დასჯილი ვინც ამ დანაშაულს აფარებდა ხელს,“-ამბობს გოცირიძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, რომლის გამოძიების პირობაც ხელისუფლებამ დადო, მაგრამ არ გამოუძიებია. 

უგულავაც თვლის, რომ მიზეზი ერთია, ყველა დანაშაულის უკან, რეალურად ხელისუფლება დგას. 

შეგახსენებთ ეკა ბესელიამ “კურიერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის წევრები წასვლის წინ აფრთხილებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესალო გავრცელების შესახებ და ეუბნებოდნენ, რომ მორალური ტერორის შემთხვევაში, მას ვერ დაიცავდნენ. .

მან ამჯერადაც არ დააკონკრეტა, ვინ გააფრთხილა, რომ “ოცნებიდან” წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა და ხაზგასმით აღნიშნა რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამე გამოუძიებელი დარჩება.

​”მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი – ვინ ჩაიდინა ეს და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

“​პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე – ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში,”-ამბობს ეკა ბესელია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...