მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანის უფლებების მდგომარეობა სამეგრელოს-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის სოფლებში- შეხვედრა სახალხო დამცველის ზუგდიდის...

ადამიანის უფლებების მდგომარეობა სამეგრელოს-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის სოფლებში- შეხვედრა სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში

Published on

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური  უფლებების მდგომარეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური ანგარიში წარუდგინა, მან ასევე ინფორმაცია მიიღო სოფლების , ხურჩის ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.“ხურჩაში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის სხვა სოფლებში ხშირია უკანონო დაკავებები „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. დაკავებულებს შორის წლების განმავლობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები და გალის მოსახლეობა.სოფელ ხურჩას მოსახლეობა 1993-1998 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვს, რაც მათ დღემდე არ მიუღიათ.“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სტრუქტურებს , რომ ადგილზე შეისწავლონ გამყოფ ხაზთან არსებული  სოცილურ ეკონომიკური პრობლემები.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...