მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში შადრევნის აუზში ჩავარდნილ ბავშვს დენმა დაარტყა, მძიმე მდგომარეობაშია მისი მამაც

ბათუმში შადრევნის აუზში ჩავარდნილ ბავშვს დენმა დაარტყა, მძიმე მდგომარეობაშია მისი მამაც

Published on

დღეს დილით ბათუმში  ე.წ.,, ბენზეს'' დასახლებაში სამწუხარო შემთხვევა მოხდა.
ბათუმის მედიის ცნობით, თორმეტსართულიანი კორპუსების წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის აუზში ბავშვი ჩავარდა. როგორც აღმოჩნდა,  დაზიანებული იყო ელექტრო გაყვანილობა, და დაელექტროებულ წყალში ჩავარდნილ   ბავშვს დენმა დაარტყა. ელექტროტრავმა მიიღო მის საშველად წყალში შესულმა მამამაც, იგი სამედიცინო ბრიგადას უგონო მდგომარეობაში დახვდა.   მამა- შვილი უცხოეთის მოქალაქეა, მამაკაცი 35 წლისაა, ბავშვი – სამი წლის.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ  დაშავებულები დროულად ამოიყვანეს აუზიდან, თუმცა მამაკაცი უვე მძიმე, უგონო მდგომარეობაში იყო, იგი  რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ბავშვი, რომელიც  შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. 
 
 

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...