მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა კაციტაძე: თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არის მმართველი პარტია

მამუკა კაციტაძე: თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არის მმართველი პარტია

Published on

”ეს მემორანდუმი თავისი შინაარსით უპირველესად მმართველ პარტიას ეხება. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, დევნის დემონსტრირებას, დაწყებული სუს-იდან და დამთავრებული სხვა სახელმწიფო მანქანებით, ეს არის მმართველი პარტია და ხელისუფლება. მაქვს შესაგებებელი ინიციატივა – დაბრძანდეს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ეშელონებიდან, მოიწვიონ საკუთარი სტრუქტურები როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ერთმანეთში გააფორმონ მემორანდუმი, დადონ პირობა, რომ ისინი არ განახორციელებენ ზეწოლას კანდიდატებზე, პარტიებზე, არ გააგრძელებენ მოსმენებს, არ გამოაქვეყნებენ კადრებს და არ შექმნიან დისკომფორტს წინასაარჩევნოდ. თუ ამას გააკეთებენ ჩვენ მოვიწონებთ”, – განაცხადა  ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა კაციტაძემ.
,,ხელისუფლებას ვურჩევ, მემორანდუმი საკუთარმა სტრუქტურებმა ერთმანეთთან გააფორმონ, რათა პარტიებზე დევნა და შანტაჟი წინასაარჩევნოდ შეწყვიტონ,  მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა. – ამის შესახებ  – ასე გამოეხმაურა იგი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შეთავაზებას და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეტებვუ განცხადებას, რომ თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. 

სიახლეები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...

გაერომ სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა....