მთავარისიახლეებიეკონომიკადილიდან ბენზინი ისევ გაძვირდა. ლარის კურსი კი ეცემა და ეცემა...

დილიდან ბენზინი ისევ გაძვირდა. ლარის კურსი კი ეცემა და ეცემა…

Published on

დილიდან ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5-5 თეთრით მოიმატა და ღირებულების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

ბოლო სამი დრის მანძილზე  ზოგიერთი საწვავის საფასური 15-20 თეთრით არის მომატებული, ზოგიერთი – 5 თეთრით.

რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.

მოსახლეობის ნაწილი ბენზინის ფასის გაძვირებას ხელოვნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფასების ზრდა ერთეული ადამიანების სასარგებლოდ ხდება.

გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე.

საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები და ექსპერტები ფასების მატებას ნავთობ-იმპორტიორები ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურებით ხსნიან და ფასების ზრდას მომავალშიც აანონსებენ

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...