მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: შსს - მ უნდა იმოქმედოს პირადი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად

გიორგი მარგველაშვილი: შსს – მ უნდა იმოქმედოს პირადი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად

Published on

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ, „მშვიდობის მემორანდუმს“  – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. 
მისი თქმით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას „მშვიდობის მემორანდუმთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს, მემორანდუმის ხელმოწერისკენ. 
"მართალია, მემორანდუმები არ არის არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება, აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია",- განაცხადა მიშველაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...