მთავარისიახლეებიპოლიტიკასირიაში ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული მისიით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს

სირიაში ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული მისიით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს

Published on

სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების მტკიცებით, ავიადარტყმა სირიისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს.დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი.ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის გამო ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა , რომ სირიის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ინციდენტს „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევა“ უწოდა.შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს, რასაც ალეპოს რამდენიმე რაიონის დაბომბვა მოჰყვა.
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...