მთავარისიახლეებიმსოფლიო,, დიახ, ეს მე ვარ! ჩაძაღლდით ყველა!''- კიოტოს ანიმაციურ ცენტრს თანამშრომელმა...

,, დიახ, ეს მე ვარ! ჩაძაღლდით ყველა!”- კიოტოს ანიმაციურ ცენტრს თანამშრომელმა ცეცხლი წაუკიდა. მსხვერპლი დიდია

Published on

33 ადამიანი ემსხვერპლა იაპონიის ქალაქ კიოტოში, ანიმაციური სტუდიის სამსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს. დაშავებულთა რიცხვი ათეულებს აჭარბებს. იქ იმ დროს 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან სტუდიის წამყვანი ანიმატორები და პროდიუსერები, დამწვარია არქივის უდიდესი ნაწილი.

შენობას ცეცხლი შიგნიდან წაუკიდა 41 წლის მამაკაცმა, რომელმაცჰოლში ბენზინის ავზი შეიტანა და ხანძარი დაბნეული თვითმხილველების თვალწინ გაააჩაღა და თანგაიძახოდა – ,, დიახ, ეს მე ვარ! ჩაძაღლდით ყველა!”. ხანძრის დროს ის თავადაც დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელებთან გასაუბრებისას მან მოტივად შურისძიება დაასახელა, კერძოდ განაცხადა, რომ რომ ის ანიმეს ჟანრის ისტორიის ავტორია და კომპანიამ მისი იდეა მიისაკუთრა. ცეცხლწამკიდებელი ,,კიოტო ანიმაციონის” შტატიანი თანამშრომელია

l ანიმაციური სტუდია Kyoto Animation დაარსებულია 19821 წელს. იგი აწარმოებს სერიალებს და სრულმეტრაჟიან ფილმებს. სტუდიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია პერიოდულად იღებდნენ ელექტრონულ წერილებს, რომლებშიც უცნობი სტუდიის განადგურებით იმუქრებოდა..

სიახლეები

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება. 21-23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი: თბილისში ცივი...

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ...